ინგრედიენტები
გავფცქვნათ მანდარინი და რბილობი დავჭრათ მსხვილ კუბებად.
დავჭრათ ფინიკი მრგვლად.
გავფცქვნათ ვაშლი, გავჭრათ ოთხ ნაწილად , ამოვაცალოთ გული და კურკები და დავჭრათ თხელ ნაჭრებად.
გავფცქვნათ ჯანჯაფილი და გავხეხოთ.
პიტნა გავრეცხოთ და გავაშროთ.
მომცრო ქვაბში ავადუღოთ წყალი, ჩავყაროთ ჯანჯაფილი და ვხარშოთ 5 წუთი.
დავამატოთ გრეიპფრუტის წვენი.
დავამატოთ პიტნა, დავუწიოთ ცეცხლს და ვადუღოთ კიდევ 10 წუთი.
სასალათეში ავურიოთ უკვე მომზადებული ფინიკი, ვაშლი და მანდარინი და მოვასხათ პიტნისა და ჯანჯაფილის სოუსი.