გემრიელი სალათა დაბრაწული პურებით

27-05-2023, 13:38
135 ნახვა
Aa

ინგრედიენტები

ინგრედიენტები

  • კამა
  • მაიონეზი
  • კიტრის მწნილი
  • კონსერვირებული სიმინდი
  • კომბოსტო
  • პური

    მომზადების წესი

    ინგრედიენტები, შეგიძლიათ, თვალის ზომით აიღოთ. რაც უფრო მეტად გიყვართ, ის მეტიც დაამატოთ.  
    კომბოსტო ძალიან თხლად, სიფრიფანად დაჭერით. არსებობს სპეციალური საჭრელები, მაგრამ შიძლება დანითაც. ასევე წვრილ კუბაბად დაჭერით კიტრი. მჟავეს ნაცვლად, შეიძლება ნედლი კიტრის დამატებაც. 
    დაბრაწული პურები, უმჯობესია, სახლში მომზადებული. დაჭერით პური, მოასხით ზეითუნის ზეთის, წიწაკის, ნივრის ნარევი და ღუმელში დაბრაწეთ. 

    შეურიეთ ყველა ინგრედიენტი და მოასხით მაიონეზი. დაამატეთ მარილი და პილპილი გემოვნებით (თუ საჭიროდ ჩათვლით).

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა