კარტოფილი ფრისთან ერთად გამომცხვარი ქათმის ცხელი სალათა - ამის გასინჯვა ღირს!

27-05-2023, 12:57
173 ნახვა
Aa

ინგრედიენტები

ინგრედიენტები

  • მარილი და პილპილი
  • წვრილად დაჭრილი ხახვი
  • ვორჩესტერის სოუსი
  • ლიმონის წვენი
  • ბეკონი ან ლორი
  • ნიახურის ღერები
  • მაიონეზი
  • კარტოფილი ფრი
  • ყველი ჩედერი
  • ქათმის ფილე

    მომზადების წესი

    მომზადება:
    გაახურეთ ღუმელი 180 გრადუსზე და ოთხკუთხედ ფორმას წაუსვით ცხიმი.
    ჯამში ჩაყარეთ დაჭრილი ან დაძენძილი ქათმის მოხარშული ფილე, ზემოდან გახეხილი ყველი, დაჭრილი ინიახური და შემწვარი ლორი.
    პატარა ჯამში ათქვიფეთ მაიონეზი, ლიმონის წვენი, ვორჩესტერის სოუსი, წვრილად დაჭრილი ხახვი, მარილი და პილპილი.
    მოასხით მიღებული სოუსი ქათმის მასას და აურიეთ.
    გადაიტანეთ მიღებული მასა ცხიმწასმულ ფორმაში.
    ზემოდან მოაყარეთ დაჭრილი კარტოფილის ჩიფსი და მოათავსეთ ღუმელში 25-30 წუთი.
    სუფრასთან მიიტანეთ ცხელ-ცხელი.
    გემრიელად მიირთვით!

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა