ლორისა და ყველის მაფინები

22-05-2023, 11:40
129 ნახვა
Aa

ინგრედიენტები

  • მწვანე ხახვი
  • გახეხილი ყველი
  • ლორი, ბეკონი,ძეხვი
  • მარილი
  • გამაფხვიერებელი
  • რძე
  • ზეთი
  • კვერცხი
  • ფქვილი

    მომზადების წესი

    მომზადების წესი:

    ლორი დავჭრათ პატარა ნაჭრებად, ყველი (უმჯობესია იმერული ან სულგუნი) დავჭრათ ან მსხვილად გავხეხოთ. მწვანე ხახვი წვრილად დავჭრათ. კვერცხი ავთქვიფოთ, დავუმატოთ ზეთი და რძე. დავუმატოთ ფქვილი, გამაფხვიერებელი, მარილი, ლორი, ყველი და მწვანე ხახვი. მიღებული მასა გავანაწილოთ მაფინის 12 ფორმაში. შევდგათ წინასწარ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში და დაახლოებით 20 წუთი ვაცხოთ, სანამ დაიბრაწება.

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა