წიწიბურა სტაფილოთი და კვერცხით - მსუბუქი და სასარგებლო

22-05-2023, 11:25
139 ნახვა
Aa

ინგრედიენტები

  • სოიოს სოუსი
  • ზეთი
  • კვერცხი 1
  • სტაფილო 1 ცალი
  • ხახვი
  • წყალი
  • წიწიბურა 

    მომზადების წესი

    მომზადება:
    ნახევარი ჭიქა წიწიბურა გარეცხეთ, დაასხით ერთი ჭიქა წყალი, მოხარშეთ, არ მოაყარეთ მარილი.
    ტაფაში მოხრაკეთ ხახვი და გახეხილი სტაფილო. გაგრილებულ წიწიბურას დაუმატეთ სოიოს სოუსი.
    ტაფაში მოხრაკულ ხახვსა და სტაფილოს დაუმატეთ მოხარშული წიწიბურა სოიოს სოუსით., ამოურიეთ და მოასხით ათქვეფილი კვერცხი.
    დააფარეთ თავსახური და დაბალ ცეცხლზე თუშეთ 5-6 წუთი.

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა