განათლება ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა და არა პრივილეგია

24-02-2023, 12:40
386 ნახვა
Aa

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი პირველი აპრილიდან ამოქმედდება. კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ პრეზენტაცია ხვალ, 2 თებერვალს გაიმართება და ცვლილებებს საზოგადოებას თავად გააცნობს.

"სატრანსპორტო რეფორმა ბევრი კომპონენტისგან შედგება. ერთ-ერთი მიმართულება ტაქსების განვითარებაა. 2018 წლიდან ვახორციელებთ ტაქსების რეფორმას. 2019 წელს ამ რეფორმის მეორე ეტაპი განვახორციელეთ. წელს, პირველი აპრილიდან ამოქმედდება ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი. უკვე შევიმუშავეთ ამ მიმართულებით ცვლილებები. ხვალ მინდა დეტალურად წარვუდგინო ჩვენი ხედვა საზოგადოებას. მინდა, ყველა დაინტერესებულ პირს ვთხოვო, ყურადღებით გაეცნოს აღნიშნულ ინფორმაციას“, - განაცხადა კახა კალაძემ და აღნიშნა, რომ მერია მომავალი თვენახევრის განმავლობაში, ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპის შესახებ აქტიურ საინფორმაციო კამპანიას აწარმოებს. "ტაქსის მძღოლებს დაურიგდებათ საინფორმაციო ბუკლეტები. გარდა ამისა, გადამზადებული არიან მერიის 11-ვე სერვისცენტრის თანამშრომლები, ცხელი ხაზის ოპერატორები და მზად არიან, დაეხმარონ და დეტალური ინფორმაცია მიაწოდონ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს“, - თქვა კახა კალაძემ.

ტაქსის ლიცენზიების გაცემას მერია შეწყვეტს, ის ფასიანი ქაღალდის მსგავსად იმუშავებს - წილოსანი.

საკრებულოს გადაწყვეტილებით, ტაქსის ბამპერებიც თეთრი უნდა იყოს

2018 წლის 1 ოქტომბრიდან ძალაში შევიდა კანონი ტაქსების ლიცენზირების შესახებ. ერთწლიანი ლიცენზიის ღირებულება ჩვეულებრივი ავტომობილებისთვის 100, ჰიბრიდებისთვის კი - 50 ლარია. ელექტროავტომობილის შემთხვევაში ლიცენზია უფასოა. ულიცენზიოდ გადაადგილების შემთხვევაში, მძღოლს 200 ლარით დააჯარიმებენ. გარდა ამისა, 2019 წლის 1 ოქტომბრიდან მარჯვენასაჭიანი და სამკარიანი ავტომობილებით ტაქსის მომსახურების გაწევა აიკრძალა, დარეგულირდა მანქანის ფერიც - A კატეგორიის ლიცენზიის მქონე მძღოლები ვალდებულები არიან, ტაქსები თეთრად გადაღებონ. ეს მათთვის უფასოა და რეკლამის განთავსების სანაცვლოდ გაკეთდა. "თეთრ ტაქსებს" საჩუქრად გადაეცათ მანათობელი წარწერით "TAXI თბილისი" - წითელი ფერის განათებაა იმ შემთხვევაში, როცა ტაქსი დაკავებულია, ხოლო თეთრი - როცა მანქანა თავისუფალია.

თუ რა შედეგები მოიტანა ტაქსების რეგულაციებმა, შეგიძლიათ ნახოთ აქ.

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა