მზა წიწიბურას ფაფით მომზადებული მობრაწულა

21-05-2023, 12:11
135 ნახვა
Aa

ინგრედიენტები

  • ზეთი
  • რძე
  • კვერცხი
  • მარილი და წიწაკა
  • მწვანილი (კამა, ოხრახუში...)
  • დიდი ხახვი
  • გახეხილი ყველი, მაგარი სახეობის
  • მზა წიწიბურას ფაფა                                                                                                                                                                                                 მომზადების წესი:

    საშუალო ზომის ღუმელის გამოსაცხობ ფორმას წაუსვით ზეთი, გაანაწილეთ ფსკერზე 1 ჭიქა წიწიბურას ფაფა.

    გახეხეთ ყველი მსხვილ სახეხზე.

    დაჭერით ხახვი ნახევარწრეებად, მოაყარეთ მარილი და წიწაკა.

    გარეცხეთ და დაჭერით ოხრახუში.

    მოაყარეთ წიწიბურას ჯერ გახეხილი ყველი, შემდეგ ალყა-ალყა დაჭრილი დამარინადებული ხახვი, შემდეგ დაჭრილი ოხრახუში. შემდეგ გაანაწილეთ წიწიბურას მეორე ჭიქა, მოაყარეთ დარჩენილი ყველი.

    ათქვიფეთ კვერცხი რძესთან ერთად, მოაყარეთ მარილი და მოასხით წიწიბურას ზემოდან.

    შედგით 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 20-25 წუთი. 

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა