ინგრედიენტები
მომზადების წესი:
_______________________________________
მოხარშეთ მწყრის კვერცხი 5 წუთის განმავლობაში, გააცივეთ და გაფცქვენით.
ქამა სოკო გარეცხეთ, დაჭერით თხლად და მოხრაკეთ (არ შეწვათ), გააგრილეთ. პომიდორი ჩერი და კვერცხი გაჭერით შუაზე. მწვანე ხახვი და მწვანილი დაჭერით წვრილად. სალათის ფურცლები დახიეთ ხელით.
სოუსისთვის: მაიონეზს შეურიეთ ლიმონის წვენი, მარილი, პილპილი და პროვანსული სუნელები. ყველაფერი კარგად აურიეთ.
დიდ სასალათეში გადაიტანეთ ყველა ინგრედიენტი და მოასხით მაიონეზის სოუსი.