სადღესასწაულო სალათა "ტიტები"

10-03-2023, 20:56
136 ნახვა
Aa

ინგრედიენტები

მწვანე ხახვი
მაიონეზი
ნიგოზი
გახეხილი ყველი, მაგარი სახეობის
კვერცხი
მოგრძო პომიდორი


მომზადების წესი:

1. უმჯობესია რომ პომიდორი მაგარი იყოს. ამოუღეთ კოვზით გულები ნახევრამდე, რათა პომიდვრის არომატიც დარჩეს სალათაში.

2. მოამზადეთ გულსართი: წვრილ სახეხზე გახეხეთ ყველი, მოხარშული კვერცხი, ნიორი და ნიგოზი ან დააბლენდერეთ, ან გაატარეთ. ყველაფერი ერთმანეთში აურიეთ და მოასხით მაიონეზი.

3.გამოტენეთ ამ გულსართით პომიდვრები, დაალაგეთ გაშლილ თეფშზე, ყლორტებად კი გაუკეთეთ მწვანე ხახვის ფოჩები

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა