სახლში გამომცხვარი პური ხრაშუნა ქერქით და ნაზი გულით

5-03-2023, 21:16
155 ნახვა
Aa

ინგრედიენტები

  • მშრალი საფუარი - 1 ჩკ
  • ფქვილი - 3 ჭიქა
  • მარილი - 1.5 ჩკ
  • თბილი წყალი - 1.5 ჭ

მომზადების წესი

დიდ თასში აურიეთ ფქვილი, მარილი და საფუარი. დაასხით წყალი დახის ან სილიკონის ნიჩბით კარგად მოურიეთ, მოზილეთ ცომი. დააფარეთ თავზე ცელოფანი და დადგით ასაფუებლად. ღუმელი გაახურეთ 240 გრადუსზე. ცხელ ღუმელში შედგით ქვაბი, რომელშიც პური უნდა გამოაცხოთ და ისიც გაახურეთ. მაგიდას მოაყარეთ ფქვილი და ხელებიც კარგად დაიფქვილეთ. ფქვილიანი ხელებით გადმოირეთ ცომი და მომრგვალებული ფორმა მიეცით. ჩადეთ გახურებულ ქვაბში, დაახურეთ ტავსახური და შეაბრუნეთ ღუმელში. აცხეთ 30 წთ, შემდეგ თავსახური ახადეთ და კიდევ 15 წუთი გააგრძელეთ ცხობა, სანამ პური არ დაიბრაწება.

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა