კარტოფილის ღვეზელები მარტივად

5-03-2023, 21:07
324 ნახვა
Aa

კარტოფილის ღვეზელები განსაკუთრებით ბავშვებს უყვართ, ძალიან მოსახერხებელია სამსახურში წასაღებად, პიკნიკებისთვის და კიდევ ბევრი შემთხვევისთვის


ინგრედიენტები

  • მარილი და პილპილი
  • კამა - 1 კონა
  • ხახვი - 1 თავი
  • კარტოფილი - 1 კგ
  • გულსართისთვის:
  • ზეთი
  • მარილი - 1 სკ
  • შაქარი - 1 სკ
  • საფუარი - 1 ჩკ
  • თბილი წყალი - 500 მლ
  • ფქვილი - 1 კგ

მომზადების წესი

მომზადების წესი: ცომის მოსაზელად ოდნავ შეათბეთ წყალი, დაუმატეთ შაქარი და საფუარი, კარგად აურიეთ და გააჩერეთ, რათა საფუვრიანი წყალი აქაფთეს. ჩაყარეთ ფქვილი და მოზილეთ ერთგვაროვანი ცომი. იმისათვის, რომ ცომი ხელებზე არ გეკრობოდეთ, ხელები დაისველეთ ზეთში. დააფარეთ მოზელილ ცომს ჩაის ტილო და გააჩერეთ საათნახევარი თბილ ადგილას. ცომი ორჯერ მაინც უნდა გაიზარდოს. ამ დროის განმავლობაში მოამზადეთ გულსართი. კარტოფილი გაფცქვენით, გარეცხეთ და დაჭერით, მოხარშეთ. გაფცქვენით ხახვი, გარეცხეთ, დაჭერით და მოხრაკეთ ზეთში შევარდისფრებამდე. კამა გარეცხეთ და დაჭერით. მოხარშული კარტოფილი ჩაჭყლიტეთ, დაუმატეთ მოხრაკული ხახვი დაჭრილი კამა, მარილი და პილპილი. აურიეთ და გააგრილეთ. ამოსული ცომი კვლავ ჩაზილეთ და ზეთიანი ხელებით გააკეთეთ თანაბარი ზომის ბურთულები. გააჩერეთ ცომის ბურთულენი 10-15 წუთი. შემდეგ გააბრტყელეთ თითოეული ბურთულა და ჩადეთ შუაში კარტოფილის გულსართი. მჭიდროდ მოუკარით თავი ცომის კიდეებს. შეწვით ღვეზელები ცხელ, ზეთმოსხმულ ტაფაზე ორივე მხრიდან.

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა