საქონლის ღვიძლის სალათა - ჩაინიშნეთ საახალწლოდ!

5-03-2023, 01:28
188 ნახვა
Aa

ინგრედიენტები

  • ზეთი
  • მარილი
  • მაიონეზი
  • ვაშლის ან ღვინის ძმარი
  • ნიორი
  • ნიგოზი
  • ხახვი
  • სტაფილო
  • კვერცხი
  • საქონლის ღვიძლი

მომზადების წესი:
ხახვი დაჭერით ალყა-ალყა და მოხრაკეთ, დაუმატეთ მარილი.
გახეხეთ სტაფილო წვრილად და მოხრაკეთ ისიც, მოაყარეთ მარილი და დაუმატეთ ხახვს.
ათავიფეთ კვერცხი ჯამში, დაუმატაეთ ცოტა მარილი. შეწვით ტაფაზე ომლეტი.
დაახვიეთ მილისებურად და დაჭერით 1 სმ ნაწრებად.
დაჭერით ნიგოზი და მოხალეთ მშრალ ტაფაზე.
გარეცხეთ ღვიძლი, გაასუფთავეთ აპკისგან. დაჭერით თხელ ნაჭრებად. შეწვით გახურებულ ტაფაზე 2-3 წუთის განმავლობაში, თან ურიეთ. გადაიტანეთ სასალათეში.
დაუმატეთ დანარჩენი ნგრედიენტები, მაიონეზი, ძმარი, დაჭყლეტილი ნიორი და კარგად აურიეთ.
გემრიელად მიირთვით!

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა