სალათა "საახალწლო სანთლები"

5-03-2023, 00:40
186 ნახვა
Aa

ინგრედიენტები
ბროწეულის მარცვლები
ხახვი
კარტოფილი
სტაფილო
კვერცხი
მდნარი ყველის ფირფიტები
მწვანილი
მაიონეზი
ლორი
მჟავე კიტრი
ბროკოლი
მომზადების წესი

კარტოფილი, სტაფილო და კვერცხი მოვხარშოთ, შემდეგ გავხეხოთ. მარილწყალში მოვწალოთ ბროკოლი და დავანაწევროთ.

სოუსისთვის ლორი, ორიოდე მჟავე კიტრი, ხახვი წვრილად დავჭრათ და მაიონეზში ავურიოთ..


სალათა ავაწყოთ ფენებად: ჯერ კარტოფილი, შემდეგ სტაფილო, შემდეგ კვერცხი და ბოლოს ბროკოლი. ბოლო ფენის გარდა ყველას გადავუსვათ სოუსი. შუაში დავუტოვოთ ჩაღრმავებები სანთლების ჩასადებად.

ზემოდან მოვრთოთ მწვანილებით. სანთლებისთვის კი ყველის ფირფიტებს დაგავუსვათ ცოტა მაიონეზი და დავახვიოთ რულეტივით, ჩავამაგროთ ჩაღრმავებაში. ნაღვენთის იმიტაციისთვის სულ ცოტა კვერცხის ცილაში ამოვსვაროთ.

ცეცხლის ალი წითელი ბულგარული წიწაკაა. ბოლოს სალათა მოვრთოთ ბროწეულის მარცვლებით

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა