კომბოსტოს სამარხვო ღვეზელები ხრაშუნა კანით და წვნიანი გულსართით

20-06-2023, 10:33
147 ნახვა
Aa

ინგრედიენტები

ინგრედიენტები

  • მარილი და პილპილი
  • მწვანილი
  • სტაფილო 1 ცალი
  • ხახვი
  • კომბოსტო
  • მარილი
  • წყალი
  • ზეთი
  • ფქვილი

    მომზადების წესი

    მომზადება:
    კომბოსტო დაჭერით წვრილად, სტაფილო გახეხეთ, ხახვი დაჭერით წმინდად. მოთუშეთ ბოსტნეული თავდახურულ ტაფაში, მოაყარეთ მარილი და პილპილი. მზა ბოსტნეულს დაუმატეთ მწვანილი გემოვნებით და გააცივეთ.
    ცომისთვის: ფქვილს დაუამტეთ ზეთი და თბილი წყალი, მარილი და მოზილეთ ელასტიკური ცომი, რომელიც ხელებს არ ეკვრის. შეფუთეთ ცელოფანში და გააჩერეთ 30 წუთით.
    შემდეგ კი გაყავით 12-15 თანაბარ ნაწილად.
    გააბრტყელეთ ცომის თითოეული ნაწილი რაც შეიძლება თხლად. გაბრტყელებული ცომის კიდეზე დადეთ ცოტაოდენი გულსართი, გადმოკეცეთ კიდეები და გადაახვიეთ რულეტად.
    მოათავსეთ ხვეულები ღუმელის პერგამენტდაფენილ ფირფიტაზე. იმისათვის, რომ ლამაზად დაბრაწული ღვეზელები მიიღოთ, წაუსვით მაგარი ჩაის ფერი.
    აცხვეთ 180 გრადუსზე 30-40 წუთი.

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა