ჟოლოს სამარხვო ტარტი

20-06-2023, 10:14
266 ნახვა
Aa

უგემრიელესი  და  ეკონომიური  საზაფხულო  დესერტი.

ინგრედიენტები

გულსართი

  • სახამებელი
  • შაქარი
  • ჟოლო

ინგრედიენტები

  • ვანილი
  • ფქვილი
  • სოდა
  • მაიონეზი (სამარხვო)
  • შაქარი
  • მარგარინი

    მომზადების წესი

    1.  ცომი:  250  გრ  მარგარინი  ამოიყვანეთ  1  ჭიქა  შაქართან,  უყავით  150 გრ  სამარხვო  მაიონეზი,  1/2  ჩკ  სოდა,  1/4  ჩკ  მარილი,  ვანილი  და  ფქვილი  რასაც  შეიზელს,  რომ  მივიღოთ  სქელი, მაგრამ  ფაფუკი  ცომი. 

    2.  გულსართი:  1 კგ  ჟოლო  მიქსერით  ათქვიფეთ  0,5 ჭიქა  შაქართან,  სულ რამოდენიმე  წამი, ჟოლო  ფაფად  არ  უნდა  აქციოთ.  დაამატეთ   1 სკ  სახამებელი.

    3. მომზადება:  ცხიმწასმულ  ფორმაში  გააბრტყელეთ  ცომი,  კარგად  ამოაკარით  კიდეებს  (შეგიძლიათ  გამოიყენოთ  ტარტალეტკის  პატარა  ფორმებიც).  გამოაცხვეთ  200  გრადუსზე.  რომ  გამოშრება,  გამოიღეთ  და  ზემოდან  მოასხით  მომზადებული  ჟოლოს  მასა.  კვლავ  შედგით  ღუმელში  და  დატოვეთ  5-7 წუთი.

    4. ცხობას  რომ  მორჩებით,  მოაწყვეთ  ცოცხალი  ჟოლო  და  მოაყარეთ  შაქრის  პუდრი.

    გემრიელად  მიირთვით !

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა