უგემრიელესი სამარხვო გუფთები ოსპით

19-06-2023, 11:58
186 ნახვა
Aa

ინგრედიენტები

ინგრედიენტები

  • კეტჩუპი
  • შაქარი
  • მარილი და პილპილი
  • ნიორი
  • ოხრახუში
  • წყალი
  • პამიდორი საკუთარ წვენში
  • ტკბილი წიწაკა, წითელი
  • სტაფილო
  • ხახვი
  • ბრინჯი
  • ოსპი, ყავისფერი

    მომზადების წესი

    წინა საღამოს, ოსპი კარგად გარეცხეთ, დაასხით ცივი წყალი დიდი რაოდენობით და დატოვეთ მთელი ღამით. მეორე დილით, წყალი გადაღვარეთ და დამბალი ოსპი ბლენდერში შეძლებისდაგვარად ერთიან მასად აქციეთ. 
    ბრინჯი გარეცხეთ და სანახევროდ მოხარშეთ, დაახლოებით 5-10 წუთი.
    ხახვი დაჭერით, სტაფილო გახეხეთ  და ორივე ერთად მოშუშეთ ზეთიან ტაფაში. ნიორი და მწვანილი წვრილად დაჭერით.
    თასში შეურიეთ ერთმანეთს ყველა ინგრედიენტი. დაამატეთ 1 კოვზი კეტჩუპი, მარილი და პილპილი. კარგად აურიეთ.
    მიღებული ფარშისგან სველი ხელით  გააკეთეთ პატარა გუფთები.

    ტკბილი წიწაკა გაასუფთავეთ თესლისგან და დაჭერით წვრილ კუბებად. იმავე ტაფაში, სადაც ხახვი და სტაფილო მოშუშეთ, დაამატეთ ცოტა ზეთი და მოშუშეთ წიწაკა. შემდეგ დაამატეთ პომიდორი საკუთარ წვენში. თუ მთლიანი პომიდვრებია, დაჭყლიტეთ ხის კოვზის დახმარებით ან დანით დაკეპეთ. წამოადუღეთ და შუშეთ 5 წუთი, დაბალ ცეცხლზე. შემდეგ დაამატეთ წყალი, მარილი პილპილი და ცოტა შაქარი სიმჟავის შესამცირებლად. ჩაალაგეთ ამ სოუსში გუფთები და მოამზადეთ 30-40 წუთი, თავდახურული, დაბალ ცეცხლზე.

    სუფრაზე მიტანის წინ მოაყარეთ სასურველი ოხრახუში ან რეჰანი.

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა