ხახვის ბალიშზე შემწვარი თევზი

18-06-2023, 14:21
139 ნახვა
Aa

ინგრედიენტები

ინგრედიენტები

  • მარილი და პილპილი
  • ღვინო
  • თევზი
  • ხახვი
  • ლიმონი
  • წინა დღის პურის ნაჭერი
  • ნივრის კბილი
  • ოხრახუში

    მომზადების წესი

    თევზი გავასუფთაოთ, ამოვაცალოთ ლაყუჩები, გავრეცხოთ და ხელსახოცით გავამშრალოთ.

    ხახვი დავჭრათ ალყა-ალყად, გადავიტანოთ ფორმაში, დავამატოთ მარილი და პილპილი, კარგად ავურიოთ და გავანაწილოთ.

    * ამ შემთხვევაში ხახვი თევზის ბალიშის როლს ასრულებს, რის შედეგადაც თევზი წვნიანი და არომატული გამოდის, მაგრამ თვითონ ხახვი არც ისე გემრიელი. ამიტომ მისი თევზთან ერთად მიტანა სუფრასთან აუცილებელი არ არის.

    პურის ნაჭერი დავაქუცმაცოთ ბლენდერში.
    ლიმონი გავრეცხოთ და ავახეხოთ ცედრა. ნახევარი ლიმონი დავჭრათ რგოლებად.
    ნიორი და ოხრახუში წვრილად დავჭრათ.
    შევურიოთ ერთმანეთს პური, მწვანილი, ნიორი და ცედრა.
    თევზს მოვაყაროთ მარილი, მოვასხათ ლიმონის წვენი, სამ ადგილას ჩავჭრათ კანი და ჩავულაგოთ ლიმონის ნაჭრები.
    თევზი გადავიტანოთ ფორმაში, ხახვზე. მოვაყაროთ პურიანი ნარევი, ცოტა ჩავუდოთ მუცელშიც, მოვასხათ ცოტა ზეთი, ფორმის ძირში კი ღვინო დავამატოთ .
    შევწვათ 190 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 25-30 წუთი.
    გარნირად უხდება გამომცხვარი კარტოფილი ან ცოცხალი ბოსტნეულის სალათა

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა