თევზის ფილე პამიდვრის სოუსში

18-06-2023, 13:00
153 ნახვა
Aa

ინგრედიენტები

ინგრედიენტები

  • მარილი და პილპილი
  • წყალი
  • პამიდვრის სოუსი, მზა
  • ოხრახუში
  • ნივრის კბილი
  • ხახვი
  • მწვანე ბარდა, გაყინული
  • თევზის ფილე, ნებისმიერი

    მომზადების წესი

    ხახვი დავჭრათ ალყა-ალყად, ნიორი წვრილად და ერთად მოვშუშოთ ზეთში. გადავიტანო ღუმელის ფორმაში. ზემოდან დავალაგოთ მომცრო ნაჭრებად დაჭრილი თევზი, დავამატოთ პილპილი და მარილი, დავაყაროთ ბარდა. პამიდვრის სოუსი წყლით გავათხელოთ, დავამატოთ მწვანილი და დავასხათ თევზს. შევწვათ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 30 წუთი. გარნირად მოვუმზადოთ კარტოფილის პიურე ან ბრინჯი

    პამიდვრის მზა სოუსები იყიდება სუპერმარკეტებში და მათ, ძირითადად პასტისა და მაკარონის მწარმოებელი ფირმები უშვებენ, მაგალითად ბარილა, დიველა და ა.შ

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა