უნაზესი და უგემრიელესი კატლეტები თევზითა და ბრინჯით

18-06-2023, 12:49
153 ნახვა
Aa

შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი სახეობის თევზი, რომელიც მოგესურვებათ.

ინგრედიენტები

ინგრედიენტები

  • ზეთი
  • მარილი და პილპილი
  • ფქვილი ან საფანელი
  • კამა
  • მწვანე ხახვი
  • თეთრი პური
  • კვერცხი
  • ბრინჯი
  • თევზის ფილე

    მომზადების წესი

    მომზადების წესი:

    მოხარშეთ ბრინჯი მარილწყალში, შემდეგ გადმოიღეთ საწურში და გააჩერეთ.
    გაატარეთ თევზის ფილე და მოათავსეთ ფარში პატარა ჯამში.
    დაუმატეთ კვერცხი, მარილი და პილპილი.
    დაალბეთ პური წყალში, გაწურეთ და დაუმატეთ თევზის ფარშს. იქვე ჩაუმატეთ დაჭრილი კამა და მწვანე ხახვი, ასევე მოხარშული ბრინჯი. ყველაფერი ერთად კარგად აურიეთ.
    გაახურეთ ტაფა, დაასხით 2-3 სუფრის კოვზი ზეთი, ამოავლეთ კატლეტები საფანელში ან ფქვილში და შეწვით საშუალო ცეცხლზე 5-8 წუთის განმავლობაში თითოეულ მხარეს.

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა