ყავისა და შოკოლადის ბისკვიტი (სამარხვო)

17-06-2023, 18:39
163 ნახვა
Aa

ინგრედიენტები

ინგრედიენტები

  • ვანილი
  • წყალი
  • ხსნადი ყავა
  • ლიმონის წვენი
  • ფქვილი
  • კაკაო
  • სოდა
  • შაქარი
  • ზეთი

    მომზადების წესი

    დიდ თასში გაცერით ფქვილი და კაკაო, დაამატეთ სოდა და მარილი. ცალკე ერთმანეთს შეურიეთ ზეთი და შაქარი, დაამატეთ წყალში გახსნილი ყავა და ლიმონის წვენი. მოურიეთ რომ შაქარი გადნეს, შემდეგ დაასხით ფქვილიან ნარევს. კარგად შეურიეთ, რომ ერთგვაროვანი ცომი მიიღოთ.
    გაახურეთ ღუმელი 180 გრადუსზე. ფორმას წაუსვით კარაქი, გადაიტანეთ ცომი და გამოაცხეთ 40-45 წუთი.
    მზა ნამცხვარი ბოლომდე გააცივეთ. შეგიძლიათ წაუსვათ ნებისმიერი კრემი ან შოკოლადის განაში ან უბრალოდ შაქრის პუდრა მოაყაროთ და ისე მიირთვათ.

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა