ძალიან გემრიელი სამარხვო კექსი, რომელსაც უმარტივესად მოამზადებთ

16-06-2023, 14:22
320 ნახვა
Aa

ინგრედიენტები

ინგრედიენტები

  • ცხიმი და საფანელი ფორმისთვის
  • ალუბალი, გაყინული ან ცოცხალი - 1 ჭიქა
  • ქოქოსის ფანტელი - 1 მუჭა
  • გარგრის ჯემი ან მურაბა - 6 სკ
  • თბილი წყალი - 250 გ
  • ზეთი - 0.5 ჭიქა
  • შაქარი - 0.5 ჭიქა
  • ფქვილი - 2 ჭიქა
  • სოდა - 1.5 ჩკ

    მომზადების წესი

    შევურიოთ ერთმანეთს თბილი წყალი, მურაბა, შაქარი, მწიკვი მარილი და ზეთი. დავამატოთ ფქვილი და სოდა. კარგად ავურიოთ. შემდეგ დავამატოთ ქოქოსი და ხილი (ალუბლის ნაცვლად შეგვიძლია გამოვიყენოთ ვაშლი, გაყინული ჟოლო, მოცვი, მსხალი და ა.შ). ფორმას წავუსვათ ცხიმი და მოვაფრქვიოთ საფანელი. ჩავასხათ ცომი და გამოვაცხოთ 180 გრადუსზე, დაახლოებით 30-40 წუთი. ცოტა გავაგრილოთ და ამოვიღოთ ფორმიდან. ჯერ ისევ თბილს წავუსვათ გარგრის ჯემი ან მურაბის წვენი.

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა