ხაჭოს "ბუთხუზები"

16-06-2023, 13:20
259 ნახვა
Aa

ინგრედიენტები

ინგრედიენტები

  • ვანილი
  • მწიკვი მარილი
  • გამაფხვიერებელი - 1 შეკვრა
  • ფქვილი - 5 ჭიქა
  • შაქარი - 2.5 ჭიქა
  • კვერცხის გული - 6 ცალი
  • არაჟანი - 400 გ
  • ხაჭო - 500 გ

    მომზადების წესი

    ხაჭოს დავუმატოთ არაჟანი და შაქარი, შემდეგ სათითაოდ შევათქვიფოთ კვერცხის გულები. დავუმატოთ მარილი, ვანილი, ფქვილი და გამაფხვიერებელი. მოვზილოთ ცომი და 1 საათით შევდგათ მაცივარში. ღუმელი წინასწარ გავახუროთ 200 გრადუსამდე. ცომისგან გავაკეთოთ თანაბარი ზომის ბურთულები. ცეცხლს 150 გრადუსამდე დავუწიოთ და ნამცხვარი გამოსაცხობად შევდგათ. ვაცხოთ დაახლოებით 20 წუთი, სანამ დაიბრაწება.

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა