ტორტი სნიკერსი - უგემრიელესი დესერტი

16-06-2023, 13:02
399 ნახვა
Aa

ინგრედიენტები

ინგრედიენტები

  • რძე
  • შოკოლადი
  • მინანქრისთვის :
  • ცომისთვის:
  • კვერცხის გული
  • კარაქი ან მარგარინი
  • შაქარი
  • ფქვილი
  • სოდა+ლიმონის წვენი ან ძმარი
  • ვანილი
  • ბეზესთვის:
  • კვერცხის ცილა
  • შაქარი
  • კრემისთვის :
  • კარაქი
  • შესქელებული რძე
  • არაქისი

    მომზადების წესი

    გავთქვიფოთ კვერცხის გულები შაქართან ერთად დათეთრებამდე, შევურიოთ დარბილებული მარგარინი, სოდა ლიმონის წვენით, ვანილი და ფქვილი. მოვზილოთ რბილი ცომი, გავყოთ 3 ნაწილად და შევინახოთ მაცივარში ნახევარი საათით.

    მოვამზადოთ ბეზე: ამოვიყვანოთ მკვრივი ცილა,დავამატოტ შაქარიც. მივიღებთ მკვრივ, პრიალა მასას.

    თუნუქის ფურცელზე დავაფინოთ ქაღალდი, გავაბრტყელოთ გამზადებული ცომი, გადავუსვათ ბეზეს 1/3 და ვაცხოთ 180 გრადუს ტემპერატურაზე .

    ასე გამოვაცხოთ დანარჩენი ორი ფირფიტაც და შევაგრილოთ.

    მოვამზადოთ კრემი: გავთქვიფოთ ნაღების კარაქი, როდესაც გათეთრდება, ნელ-ნელა შევათქვიფოთ შესქელებული რძე.

    ნამცხვრის პირველ ფენას გადავუსვათ კრემი, მოვაბნიოთ მიწისთხილი, დავადოთ მეორე ფენა, წავუსვათ კრემი, მოვაბნიოთ კვლავ მიწისთხილი და ასე მოვიქცეთ მესამე ფენის შემთხვევაშიც.

    ცაკლე ჭურჭელში, ორთქლზე დავადნოთ შოკოლადი და რძე, გავაგრილოთ და გამზადებულ სნიკერსს მოვასხათ.

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა