თაფლის ნამცხვარი ნიგვზით

16-06-2023, 12:52
240 ნახვა
Aa

ინგრედიენტები

ინგრედიენტები

  • ნიგოზი
  • ვანილი
  • კარაქი
  • მარგარინი
  • კვერცხი
  • თაფლი
  • შაქარი
  • ფქვილი
  • დაფქული ნიგოზი
  • სოდა
  • ძმარი
  • კრემისთვის :
  • შესქელებული რძე

მომზადების წესი

დამდნარი კარაქი და შაქარი ავთქვიფოთ, დავუმატოთ კვერცხი, თაფლი, სოდა ძმრით, ფქვილი, ნიგოზი და ვანილი. ცომი მოვათავსოთ ცხიმწასმულ, მართკუთხა კექსის ფორმაში და ვაცხოთ დაახლოებით 35 წუთის განმავლობაში საშუალო ტემპერატურაზე, სანამ არ მომზადდება. მზა ბისკვიტი გავაგრილოთ.
დარბილებული კარაქი კარგად ავთქვიფოთ და ნელ-ნელა ვუმატოთ შესქელებული რძე. ბოლოს შევურიოთ ვანილი. ბისკვიტი სიბრტყეზე სამ თანაბარ ნაწილად გავჭრათ და წავუსვათ კრემი. ბოლო ფენას კრემის ზემოდან მოვაყაროთ ფხვიერი ნამცხვრის ნაფხვენი და მოვრთოთ ნიგვზით. მივირთვათ მეორე დღეს.

ნამცხვრის ცომი უნდა იყოს კექსის ცომის სისქის. ფქვილი თანდათან ვამატოთ, რომ ზედმეტი არ მოგვივიდეს. თუ მაინც გასქელდა, დავუმატოთ 2-3 ს.კ. რძე ან წყალი.

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა