ხორციანი ბლინჩიკები

15-06-2023, 12:09
174 ნახვა
Aa

ინგრედიენტები

გულსართი:

  • ნიორი - 2 კბილი
  • ქინძი - 3 ღერი
  • ხმელი ქონდარი - 1 ჩკ
  • მარილი და პილპილი
  • მოხარშული ბრინჯი - 1 ჭიქა
  • საქონლის ფარში - 500 გ

ინგრედიენტები

  • ფქვილი - 2 ჭიქა
  • მარილი
  • ზეთი - 4 სკ
  • კვერცხი - 3 ც
  • გადადუღებული წყალი - 500 მლ
  • რძე - 500 მლ

    მომზადების წესი

    ღრმა თასში მოვათავსოთ ცომისთვის საჭირო ყველა ინგრედიენტი და კარგად ავთქვფოთ, რომ კოშტები არ დარჩეს. გამოვაცხოთ ცხელ ტაფაზე ორივე მხრიდან. წვრილად დაჭრილი ხახვი მოვშუშოთ ტაფაზე ცოტა ცხიმში. დავამატოთ ფარში, დაფნის ფოთოლი და ვშუშოთ საშუალო ცეცხლზე, თან ხშირად ვურიოთ. ფარში რომ გამოშვებულ წვენს დაიშრობს, მზადაა. დავამატოთ ნიორი, მოხარშული ბრინჯი, მარილი, პილპილი, ხმელი ქონდარი და ცოტა ცოცხალი ქინძი. გულსართი ჩავუდოთ ბლინებს და გადავახვიოთ. შევწვათ ზეთიან ტაფაში ყველა მხრიდან.

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა