სახლში მომზადებული უგემრიელესი, ნატურალური ძეხვი

15-06-2023, 12:02
243 ნახვა
Aa

სახლში ძეხვის მომზადება ცოტა ხანგრძლივი პროცესი კია, მაგრამ ნამდვილად ღირს დახარჯულ დროდ. ჯერ ერთი - ზუსტად გეცოდინებათ შიგნით რაა, დარწმუნებული იქნებით ინგრედიენტების ხარისხში. მეორეც - დარწმუნდებით, რომ ასეთი გემრიელი ძეხვი არასოდეს გაგისინჯავთ!

ინგრედიენტები

ინგრედიენტები

  • ნიორი
  • ხმელი ორეგანო
  • დაფნის ფოთოლი
  • მარილი და პილპილი
  • ღორის ხორცის ფარში
  • ნაწლავები

    მომზადების წესი

    პირველ რიგში, საგულდაგულოდ გარეცხეთ ნაწლავები. დაჭერით სასურველ ზომაზე და ჩაყარეთ მარილიან წყალში. 1-2 საათის შემდეგ კვლავ კარგად გარეცხეთ. თუ უსიამოვნო სუნი დაჰკრავს, კვლავ ჩაალბეთ სუსტ ძმრიან ხსნარში და შემდეგ გარეცხეთ.

    ახლა მოამადეთ ფარში. წვრილი, ფაფასავით ფარში ძეხვისთვის არ გამოდგება. უმჯობესია ხორცი ან მსხვილ ბადეში გაატაროთ ან ბასრი დანით დაკეპოთ წვრილად. ხორცი სასურველია იყოს ცხიმის ძაფებით. დაამატეთ მარილი, პილპილი, დაჭყლეტილი ნიორი, ხმელი ორეგანო. კარგად აურიეთ და დადგით 1 საათი, რომ არომატი გაუჯდეს. სურვილის შემთხვევაში, დაამატეთ სხვა სასურველი სანელებელიც. შემდეგ ჩატენეთ ნაწლავებში ხელით ან სპეციალური მოწყობილობის დახმარებით, რომელიც, როგროც წესი, ხორცსაკეპ მანქანას ახლავს ხოლმე. ფარშს ძალიან მჭიდროდ ნუ ჩატენით. ძეხვს თავი და ბოლო კარგად გამოუნასკვეთ ან შეუკარით. ძეხვები დაჭყვლიტეთ ალაგ-ალაგ ბასრი საგნით და მოხარშეთ მდუღარე მარილიან წყალში. წყალში წინასწარ ჩაამატეთ დაფნა. დაახლოებით 30-40 წუთი ხარშვის შემდეგ, ძეხვი გადაიტანეთ ტაფაზე და შეწვით ღუმელში, სანამ მადისაღმძვრელად არ დაიბრაწება.
    თუ მთლიანად არ გსურთ გამოყენება, შეგიძლიათ საყინულეში შეინახოთ და საჭირო დროს მოამზადოთ

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა