ქათმის ხორცის მომზადების რევოლუციური მეთოდი. ასეთი წვნიანი შემწვარი ქათამი ჯერ არ გაგისინჯავთ!

15-06-2023, 12:00
186 ნახვა
Aa

ქათმის ფილე ბლიუმენტალის მიხედვით, ჰესტონ ბლიუმენტალი – საოცრად ნიჭიერი თვითნასწავლი მზარეულია, რომელსაც ძალიან უყვარს სხვადასხვა ექსპერიმენტის ჩატარება პროდუქტებზე. სწორედ ამ ალქიმიკოსმა კულინარმა გამოიგონა ქათმის მომზადების რეცოლუციური მეთოდი, რომლის მიხედვითაც ის საოცრად წვნიანი გამოდის.საქმე ისაა, რომ თუკი ქათმის ხორცს ძალიან მაღალ ტემპერატურაზე მოამზადებთ, ის იკუმშება და ფაქტობრივად მთელი წვენი გამოიდევნდება.თუ ღუმელში ტემპერატურა ზომიერია, ქათამი შესანიშნავად გაჯერდება თავისივე წვენით და შესაბამისად წვნიანი და რბილი გამოვა.

ინგრედიენტები

ინგრედიენტები

  • პაპრიკა - 0.25 ჩკ
  • ქათმის ფილე - 1 კგ
  • წყალი - 1 ლ
  • მარილი - 4 სკ
  • კარაქი - 2 სკ
  • ზღვის მარილი - 1 ჩკ
  • ნივრის ფხვნილი - 0.5 ჩკ

    მომზადების წესი

    1. თავდაპირველად საჭიროა დავამარინადოთ ქათმის ფილე მარილხსნარში. ამისათვის 4 ს/კ ჩვეულებრივი მარილი გახსენით 1 ლ ოთახის ტემპერტურის წყალში. ჩადეთ ხსნარში ფილე 15-30 წუთი. თუ საკმარისი დრო გაქვთ, დატოვეთ ფილე ხსნარში 4-8 საათით, ოღონდ მაცივარში.2. შემდეგ გამშრალეთ ფილე და მოათავსეთ ღუმელის გამოსაცხობ ფირფიტაზე.3. წაუსვით გამდნარი კარაქი და მოაყარეთ ზღვის მარილი და პაპრიკა.4. აცხვეთ ქათამი 90 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 35-45 წუთი.5. შემდეგ გამოიღეთ ღუმელიდან და გააჩერეთ 45 წუთი.6. იმისათვის, რომ კარგად დაიბრაწოს ქათამი ზემოდან, კიდევ 5-10 წუთი გააჩერეთ ღუმელში 260 გრადუსზე.

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა