ქათმის ნაჭრები ხრაშუნა ქერქით

15-06-2023, 11:32
183 ნახვა
Aa

ინგრედიენტები

ინგრედიენტები

  • ზეთი შესაწვავად
  • ქათმის ფილე - 500 გ
  • ყველი - 200 გ
  • კვერცხი - 2 ცალი
  • ფქვილი - 100 გ
  • მარილი და პილპილი

    მომზადების წესი

    ყველი წვრილად გავხეხოთ. გამოდგება ნებისმიერი მაგარი ყველი (პარმეზანი, შვეიცარული), სხვადასხვა ყველის საშუალებით ნაგეთსებს სხვადასხვა არომატი ექნებათ.

    კვერცხი ჩანგლით ავთქვიფოთ, ფქვილს შევურიოთ მარილი და პილპილი. ქათმის ხორცის ნაჭრები დავჭრათ საშუალო ზომაზე და რიგრიგობით ამოვავლოთ ფქვილში. კვერცხში და ყველში. შევწვათ ზეთიან ტაფაზე.

    მიირთვით რაიმე სოუსთან და სალათთან ერთად.

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა