ქათმის მწვადი ღუმელში

15-06-2023, 11:30
162 ნახვა
Aa

ინგრედიენტები

ინგრედიენტები

  • ქათმის ფილე
  • ზეთი
  • ნიორი
  • შაქარი
  • სოიოს სოუსი
  • ქინძი
  • მარილი და პილპილი

    მომზადების წესი

    ხის ჩხირები, რომელზეც ხორცი უნდა წამოვაცვათ, წყალში 30 წუთი დავალბოთ.

    ქათმის ფილე დავჭრათ, წამოვაგოთ შამფურებზე და ჩავდოთ მარინადში, რომელსაც გავაკეთებთ ზეთით, შაქრით, სოიოს სოუსით, ქინძით, დაჭრილი ნივრით, მარილით და პილპილით. . დავახუროთ თავზე ცელოფანი და 2 საათი მაცივარში გავაჩეროთ.

    შემდეგ გავახუროთ ღუმელი 200 გრადუსზე. მწვადი გადავიტანოთ შესაბამის ფორმაში და შევდოთ ღუმელში დაახლოებით 20 წუთი.
    წვის დროს ხორცი უნდა გადავაბრუნოთ, რათა ყველა მხრიდან ლამაზი ოქროსფერი მიიღოს.

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა