შემწვარი ქარჩხანა

14-06-2023, 11:43
138 ნახვა
Aa

ინგრედიენტები

ინგრედიენტები

  • მარილი
  • კამა
  • წყალი
  • ლიმონის წვენი
  • შავი პილპილი
  • კიტრის მწნილი
  • საწებლისთვის
  • ზეთი შესაწვავად
  • მარილი
  • ფქვილი
  • მდინარის თევზი

    მომზადების წესი

    თევზი გავრეცხოთ და გავასუფთავოთ. ფქვილი და მარილი ავურიოთ და მასში ამოვავლოთ თევზი, შემდეგ კი კარგად გაცხელებულ ზეთში მაღალ ტემპერატურაზე შევწვათ.
    კამა, მარილთან ერთად დავნაყოთ, დავასხათ ერთმანეთში არეული ლიმონის წვენი და წყალი, შევურიოთ წვრილად დაჭრილი კიტრის მწნილი, შავი პილპილი და მოვასხათ შემწვარ თევზს.

    რჩევა

    საწებელი შეგვიძლია მოვამზადოთ სხვანაირადაც - შავი პილპილის ნაცვლად გამოვიყენოთ წითელი წიწაკა, ხოლო კამა ქინძით შევცვალოთ.

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა