როგორ უნდა მოვამზადოთ სკუმბრია მარტივად ხახვითა და სუნელებით

14-06-2023, 11:20
183 ნახვა
Aa

ინგრედიენტები

ინგრედიენტები

  • დაფნის ფოთოლი
  • ხმელი ორეგანო
  • ხმელი ქინძი
  • სკუმბრია - 3 ცალი
  • სოიოს სოუსი
  • ზეითუნის ზეთი
  • ხახვი - 4 თავი
  • ნიორი - 3 კბილი
  • სვანური მარილი
  • პილპილი

    მომზადების წესი

    თევზი გავრეცხოთ ცივი წყლით, გავჭრათ შუაზე, გავასუფთავოთ შიგთავსით და შეძლებისდაგვრად ამოვიღოთ ძირითადი ფხები (სკუმბრიის შემთხვევაში ეს ადვილია) ცაკლე მოვამზადოთ სატენი: ხახვი დავჭრათ ალყა-ალყა, მოვახსათ ზეითუნის ზეთი+სოიოს სოუსი+ყველა სუნელი და გავაჩეროთ 5-10 წუთი. თევზს მოვაჭრათ კუდი, გავშალოთ და დავალაგოთ მზა ხახვის სატენი, გადავახვიოთ რულეტივით და დავამაგროთ ხის ჩხირით, ზემოდან მოვასხათ ზეითუნის ზეთი, ცოტა მარილი და ორეგანო. გამოვაცხოთ 190 გრადუსზე 30-35 წუთი... ძალიან ხრაშუნა კანი აქვს, შიგნით კი საოცრად წვნიანი და არომატულია. უხდება ბრინჯის ან ბისტნეულუს სალათებს.

    გემრიელად მიირთვით!

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა