მაყვლის ნაყინი

14-06-2023, 10:35
167 ნახვა
Aa

ინგრედიენტები

ინგრედიენტები

  • წყალი
  • სახამებელი
  • შაქარი
  • მაყვალი
  • კვერცხის გული
  • ნაღები 35 %
  • რძე

    მომზადების წესი

    ბლენდერში მოამზადეთ პიურე მაყვლისგან. თუ მისი წიპწა (კურკები) არ მოგწონთ, შეგიძლიათ  საწურში გაატაროთ. 

    რძე და ნაღები ერთმანეთს შეურიეთ და ადუღებამდე მიიყვანეთ. სახამებელი გახსენით წყალში. ათქვიფეთ კვერცხის გულები და შაქარი, დაასხით ცხელი რძე, შემდეგ სახამებლის ნარევი, კარგად შეურიეთ და დააბრუნეთ დაბალ ცეცხლზე. თან ხშირად ურიეთ, რომ არ მიიწვას. კრემს ადუღების საშუალება არ მისცეთ, როგორც კი შესქელდება დაგმოიღეთ და გააციეთ. შეურიეთ მაყვლის პიურე და გადაიტანეთ საყინულეში.

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა