ნაყინის ტორტი "ფერერო როშე"

14-06-2023, 10:31
171 ნახვა
Aa

ინგრედიენტები

ინგრედიენტები

  • რძე
  • შოკოლადის და თხილის კრემი (ნუთელას მსგავსი)
  • ფერერო როშეს კანფეტები
  • რძიანი შოკოლადი
  • თხილი
  • ვანილის ნაყინი

    მომზადების წესი

    კექსის ფორმას ჩააფინეთ კულინარიული ცელოფანი. 
    თხილი მოხალეთ და მსხვილად დააქუცმაცეთ ბლენდერში. შოკოლადი წვრილად დაჭერით. ნაყინი ოტახის ტემპერატურაზე დაარბილეთ, გადაიტანეთ დიდ თასში, დაამატეთ თხილი და შოკოლადი. ასევე დაამატეთ თხილის ლიქიორი ან სხვა სასურველი ალკოჰოლი (კონიაკი, ვისკი...). კარგად აურიეტ და გადაიტანეთ კექსის ფორმაში. თავზე კვლავ ცელოფანი გადმოაფარეთ და შეაბრუნეთ საყინულეში რამდენიმე საათი ან სანამ კარგად არ გაიყინება. 

    სერვირების წინ ნაყინი გადმოიღეთ თეფშზე.
    შოკოლადის პასტა და რძე დაბალ ცეცხლზე გაადნეთ და კარგად მოურიეთ. ცოტა შეაგრილეთ და მოასხით ნაყინს ზემოდან. მორთეთ ფერერო როშეს კანფეტებით.

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა