თეთრი შოკოლადის კრემი ტორტებისთვის

13-06-2023, 11:58
195 ნახვა
Aa

გთავაზობთ უგემრიელესი კრემის რეცეპტს, რომელიც ტორტების გარდა უხდება სხვა ტიპის ტკბილეულსაც (მოხარშულ ცომს, ფხვიერ ცომს და ა.შ.) . გარდა ამისა, გამოდგება ფონდანტის ქვეშ წასასმელად.

ინგრედიენტები

ინგრედიენტები

  • ვანილი
  • კარაქი - 200 გ
  • თეთრი შოკოლადი - 180 გ
  • რძე - 250 მლ
  • ფქვილი - 2.5 სკ
  • შაქარი - 200 გ

    მომზადების წესი

    რძეში კარგად გახსენით ფქვილი, შემდეგ დაამატეთ შაქარი და დაბალ ცეცხლზე დადგით. მიიყვანეთ ადუღებამდე და ხარშეთ შესქელებამდე, თან გამუდმებით ურიეთ. გადმოდგით ცეცხლიდან და დაამატეთ შოკოლადი. ურიეთ, რომ ბოლომდე გადნეს. შმდეგ გააციეთ.მიქსერით ათქვიფეთ კარაქი გათეთრებამდე. შემდეგ ნაწილ-ნაწილ შეათქვიფეთ გაციებული კრემი, სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ.

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა