თუ გაქვთ 1 ქილა შესქელებული რძე, მოამზადეთ ეს ფუმფულა ფუნთუშები

12-06-2023, 12:26
107 ნახვა
Aa

ინგრედიენტები

ინგრედიენტები

  • გამაფხვიერებელი - 1.00 ჩკ
  • ფქვილი - 330.00 გ
  • ვანილი - გემოვნებით
  • მარილი - 1/3 ჩკ
  • შესქელებული რძე - 200.00 გ
  • კვერცხი - 2.00 ც

    მომზადების წესი

    ჯამში მოათავსეთ კვერცხი, შესქელებული რძე, მარილი და ვანილი. გათქვიფეთ. დაუმატეთ ფქვილი და გამაფხვიერებელი და ამოურიეთ. მოზილეთ ცომი. თუკი ცომი ძალიან წებოვანია, ცოტა ფქვილი დაუმატეთ.

    ცომი გააბრტყელეთ 0,5-0,7 სმ სისქეზე და გამოჭერით წრეები პატარა ჭიქით.

    ტაფაზე ან ქვაბში დაასხით ზეთი და მოათავსეთ ფუნთუშები. შეწვით ორივე მხრიდან, სანამ მოყავისფრო ფერს არ მიიღებს.

    მიირთვით ფუნთუშები მაწონთან, იოგურტთან ან არაჟანთან ერთად.

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა