ტრენდი, რომელიც მსოფლიომ აიტაცა - სუპერ ფუმფულა ომლეტი მხოლოდ 10 წუთში

12-06-2023, 12:00
148 ნახვა
Aa

ინგრედიენტები

ინგრედიენტები

  • მარილი - გემოვნებით
  • რძე - 2.00 სკ
  • კვერცხი - 5.00 ც

    მომზადების წესი

    კვერცხის გული და ცილა განაცალკევეთ.

    კვერცხის გულს დაუმატეთ რძე და ათქვიფეთ. ცილას დაუმატეთ მწიკვი მარილი და ბეზე ამოიყვანეთ.

    ცხიმწასმულ ტაფაზე დაასხით კვერცხის გული, შემდეგ მასზევე გადაანაწილეთ ამოყვანილი ცილა და ტაფას თავი დააფარეთ.

    დაახლოებით, 7 წუთში კვერცხი მომზადდება. გადაიტანეთ თეფშზე, გაყავით ორ ტოლ ნაწილად და ერთი ნაწილი მეორეზე მოათავსეთ.

    ყველაზე ფუმფულა ომლეტი მზადაა. გემრიელად მიირთვით!

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა