სწრაფი საუზმე - მხოლოდ პური და 3 კვერცხი დაგჭირდებათ

12-06-2023, 11:28
214 ნახვა
Aa

ინგრედიენტები

ინგრედიენტები

  • კარაქი შესაწვავად
  • მწვანე ხახვი
  • ყველი - 60.00 გ
  • მარილი და პილპილი გემოვნებით
  • რძე - 50.00 მლ
  • კვერცხი - 3.00 ც
  • პურის ნაჭრები

მომზადების წესი

მწვანე ხახვი დაჭერით წვრილად. ჯამში მოათავსეთ კვერცხი, რძე, მარილი და პილპილი. კარგად ათქვიფეთ.

პურის ნაჭრები (ტაფის ზომის შესაბამისად) ამოავლეთ კვერცხის მასაში და ისე დააწყვეთ ტაფაზე, რომ მთელი ზედაპირი შეივსოს. მორჩენილი კვერცხი თავზე გადაასხით პურის ნაჭრებს. ტაფას თავი დააფარეთ და დაელოდეთ, სანამ ძირი არ მოუშუშდება.

შემდეგ ამოატრიალეთ, თავზე მოაყარეთ ხახვი დაყველი. კვლავ დაახურეთ ტაფას თავი. ყველი რომ გადნება, მზად არის.

გემრიელად მიირთვით!

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა