თევზისა და მუხუდოს წვნიანი

9-06-2023, 12:20
170 ნახვა
Aa

ინგრედიენტები

ინგრედიენტები

  • მარილი და პილპილი
  • დაფნის ფოთოლი
  • პამიდორი
  • მუხუდო
  • სტაფილო
  • თევზის ფილე
  • ხახვი
  • ნიორი
  • ისპანახის ფოთლები

    მომზადების წესი

    მუხუდო წინასწარ დაალბეთ წყალში რამდენიმე საათით ან მთელი ღამით. შემდეგ გადაავლეთ წყალი, დაასხით ახალი(1.5 ლ) და მოხარშეთ დარბილებამდე. ხარშვისას ჩააყოლეთ 1 თავი ხახვი, 1 პატარა სტაფილო და დაფნა. მოხარშვის შემდეგ ეს ყველაფერი ამოიღეთ და გადააგდეთ.
    ცალკე მოხარშეთ თევზის ნაჭრები 15 წუთის განმავლობაში.
    1 თავი ხახვი, ნიორი და სტაფილო დაჭერით.  მოშუშეთ ზეთში. დაამატეთ მოხარშული მუხუდოს ნაწილი და კუბებად დაჭრილი პამიდორი, შუშეთ რამდენიმე წუთი, შემდეგ ბლენდერით ათქვიფეთ ან კარტოფილის საჭყლეტით დასრისეთ.  შემდეგ დაამატეთ დარჩენილი მუხუდო თავისივე ნახარში წვენით, თევზის ნაჭრები, მარილი, პილპილი, დაჭრილი ისპანახის ფოთლები და წამოადუღეთ. 
    მიირთვით ცხელი, ტოსტებთან ერთად.

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა