ყველის სუპი ბოსტნეულით

9-06-2023, 12:16
174 ნახვა
Aa

ინგრედიენტები

ინგრედიენტები

  • მარილი და პილპილი
  • კარაქი
  • ხახვი
  • სტაფილო
  • ბროკოლი
  • ბულიონი ან წყალი
  • ფქვილი
  • ჰოლანდიური ყველი

    მომზადების წესი

    ხახვი წვრილად დაჭერით, სტაფილო გახეხეთ და ორივე მოშუშეთ 2 ს.კ კარაქში. დაამატეთ ფქვილი, სწრაფად მოურიეთ და ორიოდე წუთი შუშეთ. შემდეგ დაასხით წყალი ან ბულიონი და წამოადუღეთ. ჩაამატეთ ბროკოლის ყვავილედები და ადუღეთ რამოდენიმე წუთი, სანამ ბოსტნეული დარბილდება. შემდეგ დაამატეთ გახეხილი ყველი, მარილი და პილპილი. კარგად მოურიეთ რომ ყველი ჩადნეს. 
    წვნიანი მზადაა!

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა