ბარდის კრემ-სუპი ჭარხლის ფოთლების ნახარშით

8-06-2023, 12:36
186 ნახვა
Aa

ამ გემრიელ წვნიანს განსაკუთრებულ არომატს სძენს ჭარხლის ფოთლების, იგივე წითელი მხლის ნახარში. ამასთან ეს პროდუქტი ძალზე სასარგებლოა და ადრე გაზაფხულზე ნამდვილად მისწრებაა. მოხარშული ფოთლებით შეგვილია მხალი მოვამზადოთ, წვენი კი კრემ-სუპში გამოვიყენოთ.

ინგრედიენტები

ინგრედიენტები

  • მარილი და წიწაკა
  • ზეთი
  • ქინძი
  • ნიორი
  • პაპრიკა
  • ხახვი
  • ბარდა
  • ჭარხლის ფოთლები

    მომზადების წესი

    მომზადების წესი:
    ბარდას დავასხათ ცივი წყალი და დავდგათ ცეცხლზე. პარალელურად ზეთში მოვშუშოთ ხახვი. ქინძი და ნიორი წვრილად დავჭრათ. ჭარხლის ფოთლები კარგად გავრეცხოთ და მოვხარშოთ.
    წვენი გადავწუროთ და ცალკე შევინახოთ. როცა ბარდა მოიხარშება, გადავწუროთ, დავუმატოთ წითელი მხლის ფოთლების ნახარში, ხახვი, მწვანილი, ნიორი და ბლენდერით ავთქვიფოთ. თუ ბლენდერი არ გვაქვს, გავაკეთოთ ბარდის პიურე და შევურიოთ დანარჩენი ინგრედიენტები. სითხე ერთდროულად არ დავასხათ,
    ნელ-ნელა ვუმატოთ, სანამ სასურველ კონსისტენციას მივიღებთ. მომზადებული მასა ჩავაბრუნოთ ქვაბში, დავუმატოთ მარილი, წიწაკა, პაპრიკა და წამოვადუღოთ.

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა