ინგლისური წვნიანი მდნარი ყველითა და ქათმის ხორცით

8-06-2023, 12:29
126 ნახვა
Aa

ეს გემრიელი და ნოყიერი წვენიანი მარტივად მზადდება და არც ძვირი ჯდება.

ინგრედიენტები

ინგრედიენტები

  • კამა
  • მარილი და პილპილი
  • ოხრახუში
  • კარაქი
  • მდნარი ყველი
  • პრასი
  • გრძელი ბრინჯი
  • ქათმის ფილე
  • ქათმის ბულიონი

    მომზადების წესი
    მომზადების წესი:

    დაჭერით ქათმის ფილე პატარა ნაჭრებად, დაასხით ცივი წყალი და ხარშეთ დაახლოებით 25 წუთი.

    გარეცხეთ ბრინჯი. პრასის თეთრი ნაწილი დაჭერით და მოხრაკეთ კარაქში პრასი და ქათმის ფილე.

    შეკარით ოხრახუშის ღერები ძაფით. დადგით ბულიონი ცეცხლზე, მიიყვანეთ ადუღებამდე და ჩაყარეთ ბრინჯი და ოხრახუშის კონა. ხარშეთ დაბალ ცეცხლზე 10 წუთი.

    დაუმატეთ ქვაბში მოხრაკული პრასი და ქათმის ფილე, მოაყარეთ მარილი და პილპილი. ხარშეთ წვნიანი კიდევ 5 წუთი დაბალ ცეცხლზე.

    შემდეგ ამოიღეთ ქვაბიდან ოხრახუშის კონა და დაუმატეთ მდნარი ყველი. კარგად მოურიეთ, სანამ ყველი მთლიანად არ ჩადნება და მაშინვე გადმოდგით ცეცხლიდან.

    რჩევა: მდნარი ყველით წვნიანი არასოდეს აადუღოთ!

    სუფრასთან მიტანის წინ მოაყარეთ წვნიანს წვრილად დაჭრილი კამა.

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა