ზამთრის სუპ-გულიაში

8-06-2023, 12:19
137 ნახვა
Aa

ინგრედიენტები

სანელებლები

  • ხმელი ორეგანო
  • კვლიავი
  • დაფნის ფოთოლი
  • საქონლის რბილი ხორცი
  • ბეკონი ან სალა
  • ტომატის პიურე
  • ოხრახუშის ღერები
  • ხახვი
  • ფქვილი
  • ძმარი
  • ბულიონი ან წყალი
  • მწარე წითელი წიწაკა
  • კარტოფილი
  • მარილი და პილპილი

ინგრედიენტები

  • ნიორი

    მომზადების წესი

    სანელებლები გამოვკრათ მარლაში.
    ხორცი დავჭრათ კუბებად. საშუალო ცეცხლზე მოვშუშოთ ბეკონი, სანამ ცხიმს არ გაუშვებს და ხრაშუნა არ გახდება. დავამატოთ დაჭრილი ხორცი და მოვბრაწოთ ამ ცხიმში 3-4 წუთი. შემდეგ დავამატოთ დაჭრილი ხახვი, დავაფაროთ ქვაბს და ვშუშოთ სანამ ხახვი დარბილდება.

    დავამატოთ ძმარი, ცეცხლს ავუწიოთ და წამოვადუღოთ, სითხე რომ ამოშრება, ცეცხლს დავუწიოთ და დავამატოთ ფქვილი, კარგად ავურიოთ, ვშუშოთ 1 წუთი . შემდეგ დავამატოთ წიწაკა, ტომატის პიურე, ბულიონი ან წყალი და მარლაში გამოკრული სუნელები.

    ვხარშოთ სანამ ხორცი დარბილდება, შემდეგ ჩავამატოთ პატარა კუბებად დაჭრილი კარტოფილი და გავაგრძელოთ ხარშვა კიდევ 15-20 წუთი, კარტოფილის დარბილებამდე. ბოლოს მარლა ამოვიღოთ.

    მარილი და პილპილი გემოვნებით დავამატოთ. გადმოვიღოთ ჯამებში და მოვაყაროთ მწვანილი

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა