კვერცხი განსხვავებულად - ასეთ საუზმეს ყველა იმსახურებს

7-06-2023, 12:11
109 ნახვა
Aa

ინგრედიენტები

ინგრედიენტები

  • პომიდორი - 1.00 ცალი
  • მაგარი სახეობის ყველი - 100.00 გ
  • კვერცხი
  • სომხური ლავაში - 1.00 ცალი

    მომზადების წესი

    გახეხეთ ყველი, პომიდორი დაჭერით საშუალო ზომის ნაჭრებად, თქვენთვის სასურველი მწვანილი კი დაჭერით წვრილად.

    მშრალ ტაფაზე ჩააფინეთ სომხური ლავაში და მოაყარეთ ყველი. ზემოდან მოაწყვეთ პომიდორი, ჩაახალეთ კვერცხი და მოაყარეთ მწვანილები.

    თუ ტაფაზე მოამზადებთ, დაბალ ცეცხლზე შემოდგით.თუმცა, თუ ღუმელში აპირებთ ამ საუზმის მომზადებას, გაახურეთ 180 გრადუსზე და შედგით 10 წუთი.


    გემრიელად მიირთვით!

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა