ზარმაცების სალათა ოხრახუშისა და პარმეზანისგან

6-06-2023, 10:44
139 ნახვა
Aa

ინგრედიენტები

ინგრედიენტები

  • მარილი და პილპილი
  • გახეხილი ყველი პარმეზანი
  • ქორფა ოხრახუში - 4.00 კონა (მხოლოდ ფოთლები)
  • ლიმონის წვენი - 1.00 ს/კ
  • ზეითუნის ზეთი - 6.00 ს/კ
  • ნიორი - 2.00 კბილი

    მომზადების წესი

    დააბლენდერეთ გაფცქვნილი და დაჭყლეტილი ნიორი და ზეითუნის ზეთი ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. დაუმატეთ ლიმონის წვენი, მარილი და პილპილი. კვლავ ათქვიფეთ.

    სუფრასთან მიტანის წინ აურიეთ ჯამში წმინდად დაჭრილი ოხრახუში და გახეხილი პარმეზანი და მოასხით ზიეთუნის ზეთისა და ნივრისგან მომზადებული დრესინგი.

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა