უმარტივესი ჩიზქეიქი ალუბლით

5-06-2023, 12:39
134 ნახვა
Aa

ინგრედიენტები

ინგრედიენტები

  • ალუბალი, უკურკო
  • სიმინდის სახამებელი
  • ჟელატინი
  • მაღალპროცენტიანი ნაღები
  • შაქარი
  • კრემ-ყველი
  • ქარხნული ფხვიერი ნამცხვარი

    მომზადების წესი

    დავფხვნათ ფხვიერი ნამცხვარი და გავანაწილოთ ჭიქებში ან სხვა სასურველ ჭურჭელში.

    ერთ თასში ავთქვიფოთ კრემ-ყველი და შაქარი, მეორეში კი ნაღები მსუბუქი კრემის კონსისტენციამდე.

    ჟელატინი დავალბოთ 2 კოვზ ცივ წყალში, შემდეგ კი გავადნოთ, ისე რომ არ ადუღდეს. ცოტა გავაგრილოთ, შემდეგ კი დავამატოთ  კრემ-ყველს და კარგად ავურიოთ.  ამ მასას შევურიოთ ნაღებიც. მიღებული კრემი გავანაწილოთ ჭიქებში, რომელშიც უკვე გვაქვს დაფხვნილი ნამცხვარი. შევდოთ მაცივარში 1 საათი

    სიმინდის სახამებელი გავხსნათ 2 ს.კ. ცივ წყალში. დავამატოთ ალუბლები წვენიანად (რაც გაუვიდა) და დაბალ ცეცხლზე წამოვადუღოთ. ორიოდე წუთში, როცა სიროფი შესქელდება, გადმოვიღოთ და გავაგრილოთ. მოვასხათ ჩიზქეიქს ზემოდან და 30 წუთით ისევ მაცივარში შევაბრუნოთ.

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა