მარწყვის ბურთები, დესერტი - სეზონის ჰიტი!

5-06-2023, 12:27
119 ნახვა
Aa

ინგრედიენტები

ინგრედიენტები

  • შაქრის პუდრა
  • ქოქოსის ფანტელი
  • მარწყვი
  • ხაჭო
  • კარაქი
  • ფხვიერი ნამცხვარი ("პეჩენია")

    მომზადების წესი

    მომზადების წესი:
    დატეხეთ ფხვიერი ნამცხვარი, მოათავსეთ ბლენდერში და კარგად დააქუცმაცეთ.
    გადაიტანეთ დაფხვნილი მასა ჯამში. გაადნეთ კარაქი და დაუმატეთ დაფხვნილ ნამცხვარს.
    კარგად აურიეთ და დაუმატეთ ხაჭო და შაქრის პუდრა.
    ხელით  კარგად მოზილეთ ცომი.
    მარწყვი გარეცხეთ და გაარჩიეთ.
    ცომს მოაცალეთ პატარა ნაწილი და გააკეთეთ დაახლოებით კაკლისხელა ბურთულა. გააბრტყელეთ და გულში ჩაუდეთ მარწყვი.
    ფრთხილად შეკარით ბურთი და დაამრგვალეთ.
    თითოეული ბურთUლა ამოავლეთ ქოქოსის ფანტელში, დაალაგეთ გაშლილ თეფშზე და შედგით მაცივარში 20 წუთით.
    მზა ბურთები მორთეთ სურვილისამებრ.

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა