კიტრი კორეულად

4-06-2023, 15:16
226 ნახვა
Aa

ინგრედიენტები

ინგრედიენტები

  • სოიოს სოუსი - 3.00 ს/კ
  •  შაქარი - 1.00 ს/კ
  • სასურველი მწვანილი - 1.00 კონა
  •  მარილი
  • ქუნჯუთის ზეთი - 2.00 ს/კ
  • წიწაკა ჩილი
  • ნიორი
  • მწვანე ხახვი
  • კიტრი

    მომზადების წესი

    კიტრს მოაჭერით კუდი და ჩაჭერით ოთხად, ოღონდ ბოლომდე არ გაჭრათ. კარგად დაამარეილეთ გარედანაც და შიგნიდანაც და გააჩერეთ ნახევარი საათი. შემდეგ გარეცხეთ და შეამშრალეთ.
    დაჭერით წიწაკა ჩილი ორ ნაწილად, ამოაცალეთ თესლი და დაჭერით წვრილად. ამ პროცესის დროს გირჩევთ, გეცვათ ხელთათმანები. დაჭერით წმინდად ნიორი და მწვანე ხახვი, ასევე მწვანილი.
    ხახვი, მწვანილი, ნიორი და შაქარი აურიეთ ცალკე ჯამში, დაასხით სოიოს სოუსი და ქუნჯუთის ზეთი (შეგიძლიათ ჩაანცვლოთ ზეითუნის ზეთით). აურიეთ და წაუსვით მიღებული მასა კიტრს შიგნიდან. გააჩერეთ ოთახის ტემპერატურაზე დაახლოებით საათნახევრის განმავლობაში.
    შემდეგ გადაიტანეთ კიტრი ჯამში, კონტეინერში ან ქვაბში და დაახურეთ ჰერმეტულად. მოათავსეთ მაცივარში მინიმუმ 2 საათით, იდეალურია მთელი ღამით.
    მზა კიტრი მიირთვით ბრინჯთან, კარტოფილის პიურესთან ან ხორციან კერძებთან ერთად.
    გემრიელად მიირთვით!

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა