"პანცანელა" - კიტრის და პომიდვრის სალათა პურით

31-05-2023, 10:05
146 ნახვა
Aa

ინგრედიენტები

ინგრედიენტები

  • ბაზილიკი ან რეჰანი
  • მარილი და პილპილი
  • ძმარი ბალზამიკი
  • ზეითუნის ზეთი
  • წითელი ხახვი
  • კიტრი
  • პური
  • პომიდორი

    მომზადების წესი

    პომიდორი დაჭერით საშუალო ნაჭრებად, კიტრი - პატარა კუბიკებად.

    ხახვი გაფცქვენით და დაჭერით თხელ ჩხირებად. პური დაჭერით მსხვილ ნაჭრებად.

    სასალათეში გადაიტანეთ პომიდორი, კიტრი, ხახვი და პური, დაუმატეთ ბაზილიკის ან რეჰანის ფოთლები.

    მოაყარეთ სალათას მარილი და პილპილი, მოასხით 3 ს/კ ზეითუნის ზეთი და ბალზამიკოს ძმარი, ამოურიეთ და მოათავსეთ მაცივარში 30 წუთით.

    სუფრასთან მიტანის წინ მოასხით დარჩენილი 2 ს/კ ზეითუნის ზეთი, კიდევ ამოურიეთ და გემრიელად მიირთვით!

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა