ნესვი ლორითა და მოცარელათი

31-05-2023, 09:58
164 ნახვა
Aa

ინგრედიენტები

ინგრედიენტები

  • ძმარი ბალზამიკო
  • ბაზილიკი
  • კედრის კაკალი
  • პარმეზანი
  • ბეკონის ან ლორის ფირფიტები
  • ნესვი

    მომზადების წესი

    გაჭერით ნესვი 2 ნაწილად და ამოაცალეთ თესლი. სპეციალური კოვზის (ნაყინის ამოსაღებით) ამოჭერით ნესვის რბილობიდან ბურთები.

    მოათავსეთ ბურთები ჯამში და დაუამტეთ მოცარელას ბურთები (წინასწარ გაწურეთ).

    ლორის/ბეკონის ფირფიტები გაჭერით 3-4 ნაწილად და დაუმატეთ ნესვისა და მოცარელას ბურთებს.

    აურიეთ ყველაფერი და გადაიტანეთ მიღებული სალათა ნესვის კალათებში.

    მოხალეთ კედრის კაკალი მშრალ ტაფაზე, მოაყარეთ სალათს, მოასხით ბალზამიკოს ძმარი და მორთეთ ბაზილიკის ფოთლებით.

    გემრიელად მიირთვით!

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა