ვაშლის სალათა კიბორჩხალის ჩხირებით

29-05-2023, 12:57
268 ნახვა
Aa

ინგრედიენტები

ინგრედიენტები

  • მარილი და პილპილი
  • კიბორჩხალის ხორცი
  • ახალი კომბოსტო
  • მწვანე ხახვი
  • ზეთი
  • ლიმონის წვენი
  • ნიორი
  • ვაშლი

    მომზადების წესი

    გაფცქვენით ერთი ვაშლი, ამოაჭერით გულები და დაჭერით წვრილად. გაფცქვენით და დაჭერით ნიორი, დაუმატეთ ვაშლს ნიორი, ლიმონის წვენი (1ს/კ), ზეთი და დააბლენდერეთ.

    დაუმატეთ მარილი.

    მეორე ვაშლი დაჭერით 12 თხელ, მრგვალ ნაჭრად, მოასხით ლიმონის წვენი. დაჭერით მწვანე ხახვი, კომბოსტოც დაჭერით ძალიან წვრილად. დაძენძეთ კიბორჩხალის ხორცი.

    აურიეთ ერთმანეთში კიბორჩხალის ხორცი, მწვანე ხახვი, კომბოსტო და ვაშლის პიურე. თეფშზე მოათავსეთ ვაშლის მრგვალი ნაჭერი, ზემოდან დაადეთ 1,5 ჩ/კ სალათა, დააფარეთ ვაშლის მეორე რგოლი, დაადეთ კვლავ სალათა. ასე გაიმეორეთ ვაშლის ყველა ნაჭერზე.

    გემრიელად მიირთვით!

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა